20 წუთი მეტროში

რა უფრო უცნაურია – გოგონა ვიდეო-კამერით თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ყველანაირი ახსნის გარეშე, გაჩერებული მეტროს მატარებელი. ჩემთვის მეორე.

დიდი ხანია მეტროში არ ჩავსულვარ. ბოლო დროს ხშირად მესმოდა კარგი და ცუდი შეფასებები იმაზე, რომ გაჩერებების ნიშნულებზე უკვე ინგლისურადაც წერია, სადგურებს ამ ენაზეც აცხადებენ, მეტროში გვიან ღამით კონცერტები ტარდება. ვიფიქრე რაღაც შეცვლილა-მეთქი და გავბედე ჩასვლა. ჩემს ჯინაზე პირველივე გაჩერებაზე მატარებელი დაკეტილით კარით ჯორივით დადგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში არ განძრეულა. მხოლოდ დაცვის პოლიცია და მემანქანე დარბოდნენ აქეთ-იქეთ. კამერა თან მქონდა და ყოველი შემთხვევისთვის გადაღება გადავწყვიტე. სამწუხაროდ, საინტერესო არაფერი მომხდარა და სულ ტყუილად რამდენიმე უცნაური მზერაც ავიკიდე.

სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასა არ იცვლება. იგივე მოღუშული სახეები, გამჭოლი მზერა, წვეტიანი “ტუფლები”, ულვაშებიანი გოგონები – ეპილაცია რომ მშობელი მამის ღალატად მიაჩნიათ, ტანზე შემოტმასნული მოკლე შავი მაისურები – ხელის ყოველ მოძრაობაზე რომელიმე კარგად ჩასუქებული ახალგაზრდა მამაკაცის ღიპით ტკბობის საშუალებას რომ გაძლევს. …და ზუსტად ეს ადამიანები გვარიგებენ დიდაქტიკური ტონით ჭკუას იმაზე, რომ საჭიროა ქართულ ენას გავუფრთხილდეთ, “მტრის” რუსული დავივიწყოთ და უფრო მეტიც, რა ჯანდაბად გვინდა ეს გაინგლისურება (ამერიკასთან ვიმეგობროთ ისე მაინც, რა იცი რა ხდება).

მერე რა, გაჩერდეს მატარებელი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამაგიეროდ ვაგონებში უფრო მეტ უცხოელს ვხედავ და ძალიან მიხარია. უფრო მეტი კონცერტიც თუ ჩატარდება მეტროში, კიდევ უფრო გამიხარდება. მისვლითაც მივალ, ოღონდ ფრანი თუ არ “იყმუვლებს” 😀 მაგათ სცენად ქართული “სუფრა-კლუბებიც” ეყოფათ. აღარ მინდა თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობდე, როგორც ერთხელ, 18 წლის ასაკში მადრიდის ერთ-ერთი მეტროს გაჩერებაზე (Acacias იყო მგონი, ზუსტად აღარ მახსოვს) ღამით ჩასულს მომიწია. სადგური თავისი ბაქნებით სავსე იყო სხვადასხვა კულტურული უმცირესობების წარმომადგენლებით, რომელიღაც ესპანელი როკერი კი ძალიან მონდომებული ინგლისურით გამოთქვამდა პროტესტს არ მახსოვს რაზე.

მე დაველოდები შემდეგ კონცერტს მეტროში. მანამდე კი რამდენად გამიჩნდება ამ ტრანსპორტით კიდევ ერთხელ მგზავრობის სურვილი, ნამდვილად არ ვიცი.

Advertisements

2 thoughts on “20 წუთი მეტროში

  1. ყველაზე ცუდი ისაა რომ არც მეტროს ალტერნატივა არსებობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში კონფორტის მხრივ ნოლზეა და ჯოჯოხეთს წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s