ჩემი გერმანული ნაგაზი

ძაღლი ბევრისთვის ბავშვობის ოცნებაა, რომელიც ძირითადად სიბერემდე აუხდენელი რჩება ხოლმე. მარტივია მოსთხოვო მშობლებს გიყიდონ ლეკვი ან ნებისმიერი სხვა ცხოველი, მაგრამ ბევრად რთულია იმის წარმოდგენა რამდენი დრო და ენერგია სჭირდება მათ მოვლას. თუთიყუში, ზაზუნა, თევზები, კატა, კუ – თითქმის ყველაფერი მყავდა, რაც სახლში შეიძლება გააჩერო, მაგრამ ძაღლი სულ სხვაა. თან დიდი ძაღლი. ამ ყველაფერს ახლა მივხვდი, როცა თითქმის 1 წელია სახლში გერმანული ნაგაზი მყავს. მასზე კი მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ბიჭი ვზრუნავთ.

ვისაც ძაღლი არასდროს ჰყოლია,ალბათ, ვერ გამიგებს რატომ მიყვარს ასე ძალიან რეი და ამას შეგუებული ვარ. 90% ჩემი ნაცნობ-მეგობრების რეაქცია ერთნაირია – მოგცლია ერთი. მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი რეი ბევრ ჩემს ასეთ ნაცნობზე ჭკვიანი, ერთგული და გამგებია. ადვილად არაფერს ეგუება და რამე თუ არ მოსწონს, პროტესტს დაუფარავად გამოხატავს. მაგალითად, როცა ალიკაპს ვუკეთებთ, ძირს წვება და განმგმირავი თვალებით გვიყურებს. შიგადაშიგ ამ ახალი “მტრის” მოცილებას თათებითაც ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის თავს ანებებს და იტანს მანამდე, სანამ შეგვეცოდება და მოვხსნით.

  ბევრს ძაღლი იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს როგორი მაგარი როჟაა. მაგალითად ეტყვი „დაჯექი“ – დაჯდება, „გადი“ – გავა, „მომიტანე“ – მოგიტანს. ამდენ ბრძანების შესრულება ხომ ხშირად ყველაზე საყვარელ მეორე ნახევარსაც ეზარება ხოლმე :). ზოგს პატარა ძაღლები მოსწონს იმიტომ, რომ მასზე ზრუნვა სიამოვნებთ. მე და რეი უბრალოდ ვმეგობრობთ. ერთად ვერთობით, ველოდებით, გვიხარია, გვშია. მაგარი გრძნობაა, როცა ვიღაცას შეგიძლია ესაუბრო და მისგან პასუხი სიტყვების გარეშე იგრძნო.

რეი ჩემთვის პირველი ძაღლია და ალბათ, ბოლოც. ძალიან ძნელი იქნება მისი სიკვდილის შემდეგ რომელიმე სხვა ძაღლი, თუნდაც იგივე ჯიშის, მასავით შემიყვარდეს.  

უფრო მხიარული დასასრულისთვის, პატარა ინფოც: გერმანული ნაგაზი პირველად 1899 წელს გამოჩნდა. ალბათ ხვდებით, წარმოშობით გერმანიიდანაა. ძაღლის ეს ჯიში სპეციალურად, დაცვისა და დაზვერვის მიზნით გამოიყვანეს. ჭკუა, ძალა და მორჩილება იმდენად ჰარმონიულადაა შერწყმული მასში, რომ საუკეთესო ძაღლების სამეულში არავის უთმობს მესამე ადგილს კოლისა და პუდელის შემდეგ. ანუ, ფაქტიურად პირველზეა :)))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s