პარიზელებს ეიფელის კოშკი მაინც აქვთ, ესპანელებს?!

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობართან ევროპის ქალაქებზე ვსაუბრობდი. მოგვიანებით ჩვენი საუბარი სერიოზულ კამათში გადაიზარდა. ის “ეიფელი”-ს კოშკზე მეტრაბახებოდა, მე “საგრადა ფამილია”-ზე ვეუბნებოდი, მაგრამ ეს სახელი მას აშკარად არაფერს ეუბნებოდა. უკვე საკმარისი დრო გავიდა, რომ მეგობრის მიმართ წყენა დამევიწყებინა და ასეც არის. უბრალოდ ჩემი ბრაზი ერთ კითხვაში გადაიზარდა: იქნებ ქართველი ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა მართლაც არ იცის “საგრადა ფამილიას” არსებობაზე და საჭიროა პატარა iექსკურსია ჩავატარო 🙂

ამ პოსტში უბრალოდ მნიშვნელოვან სახელებს, მოკლე დახასიათებებს და ფოტოებს გთავაზობთ. გაგონილი და თვალმოკრული რომ მაინც გქონდეთ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე, რომელიც, რატომღაც, ყველას ჩემი ფავორიტი ჰგონია. არა და სამხრეთული კულტურა ნამდვილად არ მიზიდავს და ჩრდილოეთის რომელიმე ქვეყანაში უფრო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

მადრიდის, ჩემი აზრით, საინტერესო ადგილებიდან ერთ-ერთი პირველია Gran Vía ყველაზე ცენტრალური, ყველაზე პოპულარული და ისტორიული ქუჩა.

შემდეგ მოდის მადრიდის უძველესი საკათედრო ტაძარი.

Plaza de Cibeles ცენტრალური მოედანია, სადაც მადრიდის რეალის ფანები გამარჯვებებს აღნიშნავენ. ესპანეთის ისტორიული ბანკიც ამ მოედანზეა განთავსებული.

თითქმის მადრიდის სიმბოლოდაა ქცეული Puerta de Alcalá. ეს ძველი ქალაქის ჭიშკარი იყო.

პირადად ჩემთვის საინტერესო ადგილია Templo de Debod. ამბობენ, რომ ეს ეგვიპტური კოშკი აქ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეშია აგებული.

მადრიდში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია, მაგრამ ვიქნები სუბიექტური, ამით დავასრულებ და ბარსელონაში გადავინაცვლოთ. პირველი, რაც კულტურულ ბარსელონასთან ასოცირდება, ალბათ, ცნობილი სახელია – Antoni Gaudí კატალონიური მოდერნიზმისა და არქიტექტურის ნამდვილი მეფე. სწორედ მას ეკუთვნის ბარსელონას ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი, როგორებიცაა:

კათედრალი, რომლის მშენებლობაც 1882 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ არაა დასრულებული – La Sagrada Familia.

Park Güell პოპულარული მოზაიკური ნამუშევრებით.

და გაუდის სახლის სახელით ცნობილი Casa Milà (La Pedrera) ორიგინალური ფორმითა და სახურავით.


და ბოლოს, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ბარსელონაში ყველაზე ცნობილი ადგილი “Camp Nou“-ს სტადიონია.

Advertisements

3 thoughts on “პარიზელებს ეიფელის კოშკი მაინც აქვთ, ესპანელებს?!

  1. ესპანელებს ძალიან ბევრი რამე აქვთ სანახავი, რადგან სათაურში პარიზია ნახსენები მეც მადრიდზე ვიტყვი, ცნობილი ადგილების გარდა ქალაქის გარეთ რომ გახვიდე იმდენ საინტერესო რამეს ნახავ რო მართლაც გაგიკვირდება, უბრალოდ არ ელოდები ამდენ ღირშესანიშნაობას, პარიზი გაბაზრებულია და ყველას აბოდებს თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით მადრიდი არაფრით ჩამოუვარდება

    • კი, გეთანხმები, მაგრამ მე, ვაღიარებ, მადრიდის ფანი უფრო ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ ბარსელონაში ბევრი დრო არ მქონდა და კარგად ვერ გავიცანი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s