რენდომ პოსტი: Right To Know Day – ცოტა ადრე ხომ არ არის საქართველოსთვის?!

ვახდენ ინფორმაციის კოპირებას საიტიდან http://www.media.ge :

“ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება, ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის შექმნის აღსანიშნავად, 2002 წელს დაარსდა. ამ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მსოფლიოს ორმოცამდე ხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის წევრია “ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციაა”.

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე (Right To Know Day) მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ინფორმაციის თავისუფლება, სხვა უფლებებთან ერთად, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს, როგორ მუშაობს მისი ხელისუფლება, როგორ იხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადები და ა.შ. ამ უფლების დაცვა წარმოადგენს ინფორმაციის დაცვის გლობალური ქსელის სტრატეგიას.”

ვაღიარებ, რაღაც პერიოდი სულაც არ მაწუხებდა იმ ყველაფრის ნაკლებობა, რაც მეორე აბზაცშია ჩამოთვლილი. მაგრამ!!! ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში იყო, ჩემს სახლში თეთრი ფურცელი შემოცურდა. ნაგავიიიიი თუ ნაგვებიიიიიი. ძალიან მაინტერესებს, რატომ ვიხდი 100 კილოვატზე 5 ლარს (როგორც ამბობენ) და სად მიდის ჩემი ფული? (ბებრული კითხვა, მაგრამ შემაწუხა და რა ვქნა). პასუხის მიღების შანსი – 0.

მიხარია და მხარს ვუჭერ Right To Know Day-ს არსებობას, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ საქართველოში მინიმუმ 20 წელი რამე შეიცვლება.

Advertisements

2 thoughts on “რენდომ პოსტი: Right To Know Day – ცოტა ადრე ხომ არ არის საქართველოსთვის?!

  1. ადამიანი,რომელიც ახდებს საკუთარ ბლოგზე წყაროს კოპირებას და საინტერესო გონია (!!!)
    შემოდის ჩემს ბლოგზე და მაკრიტიკებს,აკრიტიკებს ჩემთან ერთად პროფესორს,რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოსწონს (დარწმუნებული ვარ მასთან პოლემიკას ვერ შეძლებს)
    და მელაპარაკება ჟურნალისტიკაზე !!!
    ოი,გურჯისტან !!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s