ჰადესი თბილისი-რუსთავის გზაზე

ძალიან მიყვარს საღამოს წვიმიან ამინდში მანქანით სიარული. როცა გარეთ ძალიან ცივა, მანქანაში კი თბილი ჰაერი გიბერავს და ლამისაა გაითიშო. თუ ბნელა კიდეც, განსაკუთრებით მომწონს. ლამპიონების სინათლეზე ასხლეტილი ჩრდილები და ხეების ტოტებს ამოფარებული შუქნიშნები, მორიდებით რომ განიშნებენ წითელია, გაჩერდიო.

თბილისიდან გასასვლელ ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე ჩემი სიამოვნება დღეს ცოტა არ იყოს დაირღვა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ე.წ. დვორნიკები ძლივს ასწრებდნენ სხვა მანქანებისგან მოწუწებული ტალახის გაწმენდას. მეორე იმიტომ, რომ საქალაქთაშორისო ავტობუსები შხუილით ჩაგვივლიდნენ ხოლმე და ძლივს ვასწრებდი აზრზე მოსვლას. მესამე იმიტომ, რომ უზარმაზარი ტრაილერები მოძრაობდნენ და ეს უკვე საკმარისია ჩემთვის, რომ დისკომფორტი შემექმნას ( კამაზებისაც მეშინია ). და ყველაზე მთავარი ის, რომ გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე საერთოდ არაფერი ჩანდა. ეჭვი მაქვს, ჰადესისკენ მიმავალი გზა უფრო ნათელი და მარტივი გასავლელია, ვიდრე ის, რომელზეც მე გიყვებით.

გრძელი აღმართი გადავიარეთ და წინ ლას ვეგასივით გადანათებული რუსთავი გაიშალა. აი იქედან კი ნამდვილად ეტყობოდა გზას, რომ იმ ქალაქში მივყავდით, სადაც რამდენიმე კვირის წინ თვით ლუ ბეგამ იმღერა და ალბათ იცეკვა კიდეც. ის, რაც შორიდან წითელ თაღებად მოსჩანდა, სინამდვილეში კორპუსებზე შემოვლებული გარე-განათება აღმოჩნდა. სანამ ქალაქის ცენტრს მივუახლოვდებოდით პატრულის მანქანას წამოვეწიეთ. ისე ნელა მიდიოდა, უეჭველი დაბოლილები იქნებოდნენ. გამიგია, რუსთაველებს პლანი თუ მოაკლდათ, ამაზე დიდი ტრამვა არაფერიაო. მწვანე განათება ცენტრალური ქუჩის გამყოფ ზოლზეც, ალბათ, სიმბოლურად შეარჩიეს. არ ვიცი დღისით იქ რა ხდება, ან როგორ გამოიყურებიან კარგად განათებული რუსთავქალაქელები, მაგრამ ღამით ქალაქს არა უშავდა რა.

ეტყობა, რუსთავზე იმდენი განათება დაიხარჯა, რომ ფონიჭალასთვის აღარ ეყოთ. არ მესმის, რატომ არიან ამ თემაზე ჩუმად ფონიჭალელები. ბოლოს და ბოლოს ცნობილი ავტობაზრობისა და საპატრულო ცენტრისაკენ ხომ ჩაბნელებული გზა სწორედ ფონიჭალაზე გადის.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s