გაყინული ფიქრები და უცნაური ახალგაზრდა მამაკაცი

წინა კვირას თბილისში შედარებით თბილოდა. უცებ გავიხადე პალტო, რომ მზიანი ამინდით ალბათ ბოლოჯერ დავმტკბარიყავი. საშინელი სიცხეც კი უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე სიცივე. მანქანა რომ მყავდეს, ალბათ უფრო ადვილი იქნებოდა. თბილი სახლიდან თბილ ოფისამდე როგორმე მოვითმენდი საკუთარი მანქანით მგზავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკისთვის საკმაოდ ნორმალური ხელფასი მაქვს, ფაქტია, რომ ჯერჯერობით საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ გავცდი. ჩვენთან კარგად აპრობირებული ხერხების გამოყენება კი არანაირად არ მიზიდავს. ვიღაცისთვის მიცემას შავი ჯიპისთვის და მერე მისი სუნიანი პრეტენზიების ატანას აშკარად განსაკუთრებული ნიჭი უნდა, რომელიც, “სამწუხაროდ”, მე არ აღმომაჩნდა.

ზამთარი თბილისში უბრალოდ მეზიზღება. წესიერი თოვლი თითქმის არ მახსოვს. ეგრევე ჭყაპდება და ისედაც ჩაშავებულ ქალაქს, კიდევ უფრო ამრეზ იმიჯს აძლევს. პლეხანოვს არ ვგულისხმობ, იქ ხომ ჯერჯერობით ასფალტი და ქვაფენილი ახალი დაგებულია. თბილისი ხალხის სიჭრელით ისედაც არ გამოირჩევა, მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული კვლევების გარეშეც აშკარაა, რომ ხალხს უჭირს. ფინანსებს თუ არ დავაბრალე, აბა სხვანაირად რითი ავხსნა ის, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას შავი პალტოები და ქურთუკები აცვია. შავი ამტანი ფერია. ადვილად არ ჭუჭყიანდება, ყველაფერზე მიდის და ცვეთაც დიდად არ ეტყობა. როცა ასეთ თემებზე ვფიქრობ და/ან ვწერ, მართლა ძალიან განვიცდი. მეცოდება ხალხი და არ დაგიმალავთ, ყველაზე მეტად ჩემი თავი, რომ ამ საზოგადოებისთვის თავის დაღწევა არც ისე ადვილია. 35-40 წლამდე კი, იშვიათი შემთხვევის გარდა, პრაქტიკულად შეუძლებელია კარგად ანაზღაურებადი სამსახური იშოვო.

საიდან სად მოვხვდი…ისევ ნაადრევი ყინვების თემას დავუბრუნდები. დღეს დილით ქუჩაში გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი მომყვებოდა. 40 წლამდე იქნებოდა, ალბათ. ლოთ მათხოვარს ნამდვილად არ ჰგავდა. ძალიან გამხდარი იყო და სიცივისგან მთელი სახე აწითლებული ჰქონდა. თხელი შარვალი ეცვა და თბილ პალტოს მაგრად იკრავდა ტანზე, რომ ოდნავ მაინც გამთბარიყო. არ ვიცი, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ძალიან შემეცოდა. თავში უამრავმა აზრმა გამიარა და ცოტა შემრცხვა…იმის გამო, რომ მე იმითიც უკმაყოფილო ვარ, რაც მაქვს. იმ საწყალს კი, ალბათ იმის საშუალებაც არ ჰქონდა, თბილი ტანსაცმელი ეყიდა. ისე, მეტისკენ ლტოლვაც ვფიქრობ ნორმალური მოვლენაა, რომელიც ხან მიიღწევა, ხან კი ვერა(ან არა).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s