ხაჭაპური

დღეს სახლში მუშების შემოსევა მაქვს. ჭამაც კი ვერ მოვასწარი, არ ვიცოდი რომ მოდიოდნენ. ერთადერთი გამოსავალი აქვე პატარა სახაჭაპურეში რაიმეს ყიდვა იყო. ზოგადად ქართულ Fast Food-ზე არ ვგიჟდები და არც ვჭამ, მაგრამ ვიფიქრე, ერთხელ როგორმე ავიტანთქო.

უკვე გვიანი იყო და საცხობში თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. კრემით გაჟღენთილი პონჩიკები და ზეთით გაზუნტლული პერაშკები ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მხოლოდ ერთი ცალი ფენოვანი ხაჭაპური მიყურებდა საცოდავად. არჩევანი ზუსტად მასზე შევაჩერე. გამყიდველს უბრალოდ ვკითხე ძალიან ძველი ხომ არ არის მეთქი. …და აი აქ მოხდა მოსახდენი. თავისივე გამომცხვარი პონჩიკივით გაფუებულმა ქალმა შიშველი და ვინ იცის ბოლოს როდის დაბანილი ხელებით დაატყვევა ფენოვანი, კარგად შეათამაშა, ლამის დატკეპნა და გამოტანილი დასკვნა ამაყად მომახსენა: “ბოლო პარტიის გამომცხვარია. ცივი კია, მაგრამ ძველი არ არის”. კინაღამ გული ამერია. მინდოდა კარგად გამომელანძღა, მაგრამ მივხვდი, რომ ამითი მხოლოდ მე მოვიშლიდი ნერვებს. თვითონ კი მე უბრალო შარიან კლიენტად ჩამთვლიდა და მაინც ვერაფერს მიხვდებოდა. მის გამომცხვარ ხაჭაპურს ხომ ალბათ დღეში ათეულობით ჭეშმარიტი ქართველი მიირთმევს(მაგალითად ის მუშები ახლა ტვინს რომ ბურღავენ და საქმის კეთების ნაცვლად, ჩემს ყველა გასვლას ყურადღებით აკვირდებიან). დარწმუნებული ვარ, ის, რაზეც მე ცუდად გავხდი, სხვებს საერთოდ არ აწუხებთ. და მსგავს ჭუჭყში, რომელიც მათ ჯანმრთელობას საშინლად ვნებს, არც 2,20-ის გადახდა ენანებათ.

მოკლედ, ვზივარ ახლა მშიერი, ქართულ რეალობაზე კიდევ ერთხელ ნერვებ-მოშლილი და ველოდები, როდის წავლენ მუშები, რომ ვჭამო და მორიგი ორშაბათისთვის მოვემზადო.

Advertisements

One thought on “ხაჭაპური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s