ხაჭაპური

დღეს სახლში მუშების შემოსევა მაქვს. ჭამაც კი ვერ მოვასწარი, არ ვიცოდი რომ მოდიოდნენ. ერთადერთი გამოსავალი აქვე პატარა სახაჭაპურეში რაიმეს ყიდვა იყო. ზოგადად ქართულ Fast Food-ზე არ ვგიჟდები და არც ვჭამ, მაგრამ ვიფიქრე, ერთხელ როგორმე ავიტანთქო.

უკვე გვიანი იყო და საცხობში თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. კრემით გაჟღენთილი პონჩიკები და ზეთით გაზუნტლული პერაშკები ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მხოლოდ ერთი ცალი ფენოვანი ხაჭაპური მიყურებდა საცოდავად. არჩევანი ზუსტად მასზე შევაჩერე. გამყიდველს უბრალოდ ვკითხე ძალიან ძველი ხომ არ არის მეთქი. …და აი აქ მოხდა მოსახდენი. თავისივე გამომცხვარი პონჩიკივით გაფუებულმა ქალმა შიშველი და ვინ იცის ბოლოს როდის დაბანილი ხელებით დაატყვევა ფენოვანი, კარგად შეათამაშა, ლამის დატკეპნა და გამოტანილი დასკვნა ამაყად მომახსენა: “ბოლო პარტიის გამომცხვარია. ცივი კია, მაგრამ ძველი არ არის”. კინაღამ გული ამერია. მინდოდა კარგად გამომელანძღა, მაგრამ მივხვდი, რომ ამითი მხოლოდ მე მოვიშლიდი ნერვებს. თვითონ კი მე უბრალო შარიან კლიენტად ჩამთვლიდა და მაინც ვერაფერს მიხვდებოდა. მის გამომცხვარ ხაჭაპურს ხომ ალბათ დღეში ათეულობით ჭეშმარიტი ქართველი მიირთმევს(მაგალითად ის მუშები ახლა ტვინს რომ ბურღავენ და საქმის კეთების ნაცვლად, ჩემს ყველა გასვლას ყურადღებით აკვირდებიან). დარწმუნებული ვარ, ის, რაზეც მე ცუდად გავხდი, სხვებს საერთოდ არ აწუხებთ. და მსგავს ჭუჭყში, რომელიც მათ ჯანმრთელობას საშინლად ვნებს, არც 2,20-ის გადახდა ენანებათ.

მოკლედ, ვზივარ ახლა მშიერი, ქართულ რეალობაზე კიდევ ერთხელ ნერვებ-მოშლილი და ველოდები, როდის წავლენ მუშები, რომ ვჭამო და მორიგი ორშაბათისთვის მოვემზადო.

Advertisements

სამოდელო სააგენტო – თანამედროვე სამაჭანკლო

ანუკა არეშიძე - ფეხბურთელის ცოლი

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სარფიანად გათხოვდე? ბავშვობიდან მშობლებმა სამოდელო სააგენტოში უნდა მიგიყვანონ. დიახ, სამოდელო სააგენტოში. ქართული სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხომ სწორედ ესაა. რაც უფრო მეტი მოდელი ჰყავს გათხოვებული სააგენტოს მინისტრებზე, გუბერნატორებზე, ფეხბურთელებზე და ასე შემდეგ, მით უფრო პრესტიჟულიც ხდება.

ანა კოშაძე - გუბერნატორის ცოლი

სამოდელო სააგენტოში მოსახვედრად ბევრი წვალება არაა საჭირო. ნებისმიერ ქუჩაზე რომ გაიაროთ, ნახავთ ბოძებზე გამოკრულ განცხადებებს: „ვიწვევთ 16-დან 22 წლამდე გოგონებს სამოდელო კარიერის შესაქმნელად“. მთავარია იყო საშუალოზე მაღალი, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. დიდი კეხიანი ცხვირი ან დამძიმებული დუნდულები? მერე რა. რა ჩვენი ბრალია, რომ კავკასიური მემკვიდრეობით გვერგო.

ვისაც უბრალო სააგენტოში კარიერის დაწყება არ უნდა, სხვა უფრო პრესტიჟულ ვარიანტს ირჩევს. დღეს ყველა ყოფილ „მეგა-მოდელს“ თავისი სააგენტო აქვს და მათთან მოხვედრა შედარებით დაჩქარებულ შედეგს ნიშნავს. ხოდა, ვისაც საშუალება აქვს და გარეგნობა ოდნავ მეტად უწყობს ხელს, ვიდრე ზედა აბზაცში განხილულ ვარიანტში, სწორედ მათ აკითხავს.

ირინა ონაშვილი - გუბერნატორის ცოლი

ამის მერე, მთავარია, იმდენი გააკეთო, რომ ავთანდილის, ბიჭოლას, ინგოროყვას, ბაკურაძის … ჩვენებაზე მოხვდე. იქ ერთს გააქიცინებ კურტუმოს და დამსწრე საზოგადოებიდან ვინმე მაინც აგირჩევს. ამ ვინმემ, მერე შეიძლება გთხოვოს მოდელობას თავი დაანებეო, ბავშვი გამიზარდეო და შენც უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტიით გახარებული ემშვიდობები საყვარელ პროფესიას, რომელმაც განვითარების პიკს მიაღწია და საჭირო შედეგი გამოიღო.

თუ უკვე 22-ზე მეტის ხართ და „ვაი, ჯერ კიდევ ვერ თხოვდებით“  გული უნდა გაგიტეხოთ. დროზე უნდა აგერჩიათ „ქართველი მოდელის პროფესია“.

ახალი შოუ – გაბანძებული თეატრალური

გარე-ვაჭრობა, უბნის ბირჟები, ჩამსხვრეული ავტობუსის გაჩერებები და კიდევ ბევრი სხვა, ჩემი აზრით, თბილისში და ალბათ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული ფლეშმობებია. ხალხმრავალ ადგილებში შოუს მოწყობა ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ყოველ შემთხვევაში იდეის დონეზე. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხშირად მომდის მოწვევა ფლეშმობებში მონაწილეობაზე, სადაც უამრავი ადამიანი აჭერს ღილაკს “დასწრება”, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი რეპეტიციაზე მისული რამდენიმე იმედგაცრუებულის უკმაყოფილო კომენტარებით მთავრდება ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, როგორი ზარმაცები და უინტერესოები ვართ.

ის, რომ ფლეშმობები პოპულარული ხდება დღეს კიდევ ერთხელ დავიჯერე, როცა შემთხვევით ჩემი ტელევიზორის მენიუში გადაცემა “ფლეშმობშოუ” აღმოვაჩინე. რაღა დავმალო და ძალიან მინდოდა თეატრალური გავარდნილიყო. ეს იყო ყველაზე ბანძი, უშინაარსო და უინტერესო შოუ, რომელიც ოდესმე მინახავს. სირცხვილია უბრალოდ. ახალგაზრდები, რომლებიც იდეაში მონაწილე ოთხეულიდან ყველაზე კარგად უნდა იცნობდნენ ფლეშმობის იდეას და რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა უმარტივდებოდეთ ამ იდეის განხორციელება, დღეს ყველაზე ბანალურად გამოიყურებოდნენ. ალბათ მართალია ის რაც ბევრისგან გამიგია, რომ თეატრალურში გაურკვეველი თუ გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის არაფერს ასწავლიან. ისე, ეჭვი მეპარება სწავლის მსურველიც მაინცდამაინც ბევრი იყოს.

არ მინდა კომენტარი გავაკეთო დუეტ “ჯორჯიას” ბიჭზე (სახელი არ მახსოვს), რომელსაც თურმე სამხატვრო ჰქონია დამთავრებული, მაგრამ ვფიქრობ სამხატვრომ თეატრალურზე მეტად მოინდომა და მათი შოუ ცოტათი მაინც იყო არტი. ზუგდიდი ალბათ შემდეგშიც გააგრძელებს საქართველოს გაერთიანების მცდელობას (ბოოორინგ). სამედიცინომ კი ნამდვილად დაიმსახურა ჩემი სიმპატია იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვნახე. ვინც უყურეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს იყო ყველაზე თანამედროვე და მხიარული შოუ.

ახალი გადაცემა თან არ მომწონს, მაგრამ თან აშკარად მაინტერესებს. ვნახოთ, ნიჭიერი ახალი ქართველი თაობა ერთხელ მაინც თუ გამაკვირვებს. ამასობაში კი მსოფლიო ონლაინ ფლეშმობებზე გადადის.

როცა განათლების მისაღებად ფულს ვერ იმეტებ

მშობლების ხარჯზე არასდროს მისწავლია. ბაკალავრიატში უფასოზე მოვხვდი, გაცვლით პროგრამებში არაფერს ვიხდიდი და მასწავლებლებთან მომზადებაც არასდროს დამჭირვებია. თსუ-ს ხელმძღვანელობის მუდმივი ცვლისა და აუტანელი გაუგებრობების გამო ბაკალავრიატი ისეთი წამებით დავასრულე, პირობა დავდე იქ სწავლას აღარასდროს გავაგრძელებდი. სხვაგან მაგისტრატურაში ჩაბარებაზე არც მიფიქრია. სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე ფასი სასწაულად არარეალურიც რომ არ ყოფილიყო, სასწავლო პროგრამა მაინც დიდად არ მიზიდავდა.

ასე ჩავაგდე რამდენიმე წელი. მერე გავიზარდე ან უბრალოდ საჭიროებამ მოიტანა – ხარისხი მინდა დავიცვა – და მეც მაგისტრატურაში ჩაბარება გადავწყვიტე. მასტერი უკვე გაკეთებული მაქვს საზღვარგარეთ, მაგრამ არა ჩემი ბაკალავრიატის სპეციალობით, ხოდა მომიწევს კიდევ ორი წელი სწავლა. თან სად? ისევ თსუ-ში. რატომ? იმიტომ, რომ:

  1. ბევრს არ სჯერა, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი საზღვარგარეთ კარგად ჭრის.
  2. ესპანურის კარგი სპეციალისტები,ისევ საკუთარი გამოცდილებით, მხოლოდ აქ მეგულება.
  3. სხვებთან შედარებით იაფია.

იაფი არის კი, მაგრამ სხვებთან შედარებით. 2250 ლარი წელიწადში ნიშნავს, რომ ჩემს საყვარელ და ძვირფას ხელფასს ყოველი თვის ბოლოს ავტომატურად უნდა ჩამოეჭრას მინიმუმ 200 ლარი. გავგიჟდები კიდევაც. არა და ამ გრანტების გამოცხადებასაც ვერ ვეღირსე.

ფინანსებზე ფიქრს თავს რომ ვანებებ, იმაზე ვფიქრდები,როგორ ტეხავს, როცა საკუთარ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მისაღებად ფული გენანება. მითუმეტეს მაშინ, როცა ენების განყოფილებაში 1000-ჯერ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე სხვა დანარჩენ ფაკულტეტებზე.

კიდევ კარგი, რომ ახალგაზრდა, გამოცდილ, პროფესიონალებთან მაინც მომიწევს ლექციაზე ჯდომა და ვიღაც არ მაიძულებს დავიზეპირო რამდენჯერ ნახა დონ კიხოტმა დულსინეა.

ბათუმველო და ორფეხა ძროხები

მგონი პირველად ჩემს პოსტს დადებითი განწყობით ვიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაცოფებული ვარ და ბოლოსკენ ბათუმში მოსეირნეებს ლანძღვას არ დავაკლებ.

ბედნიერი ვარ. ველოსიპედზე ნორმალურად კატაობა გამომდიიიიიიიიიიის!

უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ვარ და ყველაზე მაგარი გასართობი ჩემთვის ველოსიპედები აღმოჩნდა. მწვანე, საყვარელი ტრანსპორტი წინ დამაგრებული კალათებით ცოტათი მაინც მიქმნის დასავლურ განწყობას. თქვენც თუ მოგინდათ, შემდეგი პროცედურა უნდა გაიაროთ:

1. მიდიხართ ძველი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან და თურქეთის საკონსულოს გვერდით პოულობთ ბულვარის ადმინისტრაციას.

2. შედიხართ და ხელმარჯვნივ პირველივე მაგიდასთან მოთავსებულ ქალბატონს აცნობთ თქვენს სურვილს ბარათის აღებასთან დაკავშირებით. *გაითვალისწინეთ, რომ ივლისის ბოლომდე(იმედია) აუცილებელია თან იქონიოთ საკრედიტო ბარათი. სხვა სახით ანგარიშსწორება არ ხერხდება.

3. აწოდებთ პირადობას მეორე პუნქტში აღნიშნულ ქალბატონს, რომელიც თქვენს მონაცემებს შეიყვანს და რამდენიმე წუთში ბარათს დაგიმზადებთ. მერე თქვენს ბარათს 20 ლარს ჩამოაჭრის. ეს 20 ლარი, თქვენ 10 საათის სახით ბარათზე გიჯდებათ.

4. მიდიხართ ქალაქის ნებისმიერ ადგილას ბულვარზე. სულ 10 პუნქტია.

5. სპეციალურ დაფაზე ადებთ ბარათს, შეგყავთ კოდი, სისტემა ავტომატურად გიხსნით “კარს”, სადაც ის გასაღები აციმციმდება, რომელიც უნდა გამოაძროთ. დანარჩენს იმედია ხვდებით 🙂

…ყველაზე მაგარი მაშინ იწყება, როცა ველოსიპედებისთვის “სპეციალურად” გაკეთებულ ბილიკზე იწყებ მოძრაობას. თუ დამწყები ხართ, ჩათვალეთ, რომ დაგერხათ. პირველი უძრავი დაბრკოლება – პალმები, მეორე – მოძრავი ხალხი. მართალია ზუსტად გვერდით უზარმაზარი სასეირნო ადგილია გამოყოფილი, მაგრამ არა, მაინცდამაინც იქ უნდათ, სადაც ყვითლად ველოსიპედი ხატია. უცნაურია, მაგრამ ხალხისთვის გამოყოფილ ბილიკზე გადასვლის შემთხვევაში დაცვა უკმაყოფილო სახით მოგცემს შენიშვნას. ვეცადე, დამეთანხმებინა, რომ ველოსიპედების ბილიკზე გადმოსული ხალხისთვისაც მიეცათ შენიშვნა, მაგრამ არ შეგვიძლიაო. მიდით და მიმტკიცეთ მერე, რომ საქართველოში პროტესტის გამოთქმას რაიმე აზრი აქვს. მე მაინც ვაგრძელებ.

რადგან დაცვა არ დამეხმარა, გადავწყვიტე ჩემი თავისთვის თვითონ მიმეხედა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, გასიებულ მამაკაცებს, მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც ველოსიპედის საყვარელ წკარუნზე რეაქცია არ ჰქონდათ, სხვადასხვა ხერხით ვაგრძნობინებდი ჩემს უკმაყოფილებას. ზოგს ვეჯახებოდი, ზოგს პირდაპირ ვლანძღავდი(ჯერ ზრდილობიანად, მერე აგრესიულად), მაგრამ ვერაფერიც… უკაცრავად, მაგრამ ფეხზე ვეკიდე ყველას. რატომღაც ყველას თავხედად მიაჩნიხარ, თუ საკუთარ გზაზე მოძრაობის უფლებას ითხოვ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ თვითონ ძროხებს გვანან, შუა გზაზე რომ მოუნდებათ ხოლმე მოსაქმება. პრინციპში, ცხოვრებაც ხომ ეგრეა. დაბრკოლებებით უფრო მეტად ასწორებს. მათ აცილებას თუ ახერხებ, ესეიგი მაგარი ხარ.

თუ ბათუმველოს ადმინისტრაცია დროზე არ მიიღებს საჭირო ზომებს და როგორც მინიმუმ, დაცვას არ ექნება უფლება ჩვეულებრივ მოსიარულე ხალხს თავის გზაზე სიარული თამამად მოსთხოვოს, ველოსიპედით კატაობის სურვილი ბევრს დაეკარგება. რა თქმა უნდა, თუ იმ ველოსიპედზეც ისეთი ძროხა არ ზის, ვინც დღეს ასე ძალიან გამაღიზიანა.

P.S. ჩემი აღშფოთების გამომწვევ მიზეზებს ვიდეოს სახითაც გთავაზობთ.

დაჩმორების ფასი – 80 თეთრი

ჯერ ნანატრი ყვითელი მარშრუტკები არც შემოუყვანიათ და მგზავრობა უკვე 80 თეთრი გახდა.
რაც შემოიყვანეს იმაშიც, მგზავრებს მაინც აყენებენ ფეხზე. მძღოლს კი ყვითელი მაისური აცვია და გულსაკიდზე ამაყად აწერია ვინაობა „კაი ბიჭი“. ქართველია და ქართველს გაჭირვებაში როგორ არ დაეხმაროს. ადამიანს თუ აგვიანდება და ხელს უქნევს, როგორ არ გაუჩეროს, თუნდაც წოლით სთავაზობდეს მგზავრობას.
იგივე სუნიანი ტრანსპორტი, აყროლებულ-ჩახუტებული ხალხი ფეხზე დგომით და პროტესტი მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვის დონეზე.
„ზემოთ“ აშკარად ფიქრობენ, რომ ჩვენი ბრბო ყველაფერს აიტანს და რაიმეს შეცვლას არც ცდილობენ. დაგვცინიან და რეაქცია არ გვაქვს. ჭაობში ვიძირებით და დახმარებას არც ვითხოვთ. მეზიზღებით.

მხოლოდ საქართველოში

ამას წინათ Fეისბუქზე თემა ვნახერა შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ საქართველოში“. იქ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ბევრს არ დავეთანხმე და ამის მიზეზიც მაქვს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი იმდენი ხნით, რომ იქაურების ჩვეულებებს დავკვირვებოდი და ყოველდღიური ცხოვრება გამეცნო. ის, რაც მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი გვგონია, შეიძლება ჩვენთვის იდეალად ქცეულ დასავლეთშიც ხდებოდეს. მაგრამ, მართლაც არის რამდენიმე უცნაურობა, რომელიც არა მგონია სხვაგან ბუნებრივი იყოს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება:
  • ·         კინოთეატრში სეანსის დასრულებისას უკრავდნენ ტაშს.  ალბათ, ასე უნდათ მთელ დარბაზს გააგებინონ, როგორ მოეწონათ ფილმი.
  • ·         ერთ ადამიანს მიჰყავდეს 10-დან 9 გადაცემა ერთ არხზე.
  • ·         ერთი სასტავი მუშაობდეს ტელევიზიაში დაბერებამდე.
  • ·         გამოხატო პროტესტიმარშრუტკაშიხალხის ფეხზე დაყენების წინააღმდეგ და არავინ აგყვეს. – პატრულშიც ვერ დარეკავ, კანონს მაინც არ იცავენ.
  • ·         ტრანსპორტში ასაკოვანი ადამიანისთვის ადგილის დათმობა იყოს ვალდებულება.
         რამდენჯერმე ევროპაში მოხუცებს დაჯდომა შევთავაზე და შეურაცხყოფად მიიღეს, ნუთუ ასე უსუსურად გამოვიყურებითო.
  • ·         ტრანსპორტში ერთმანეთის დასანახად იწერდნენ პირჯვარს. –  პირის ცმაცუნით ვითომ ლოცვასაც თუ მიაყოლებ ხო აიძაააანმაგარი ხარ.
  • ·         ტაქსი გააჩერო შუა ზოლში.  
  • ·         ამტკიცო, რომ მხოლოდ ქალიშვილს მოიყვან ცოლად და რამდენიმე წელიწადში ბავშვიანი ქალი აიკიდო. –  რაც უფრო მეტს ბლატაობენ, მით უფრო მეტი ბავშვი მოჰყვება მათ ცოლებს.
  • ·         იყოს გასატეხი ძმის ძმაკაცის შეყვარება. –  ისიც ხომ თითქმის ძმასავითაა.
  • ·         დაქალები ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ათასჯერკოცნიდნენ ერთმანეთს, მაგრამ ლესბოსელები არ იყვნენ.
  • ·         ჰქონდეთ აიფონი და ტაქსაობდნენ
  •     
  •       დაიყენონ პატრიარქის ფოტო ვოლფეიფერად.     
გაგრძელება იქნება