REACTION

Advertisements

The BUS: Amsterdam City Safari

ამსტერდამი – ქალაქი, რომლის ნახვის შემდეგ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში 🙂 ის ყოველთვის იყო ჩემი ოცნების ერთ-ერთი მიმართულება, ბერლინის შემდეგ. 2009 წელს კი გამიმართლა და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე მოვხვდი. კიდევ უფრო გამიმართლა მაშინ, როცა ჯგუფი “Amsterdam City Safari” ავირჩიე: ამსტერდამის რამდენიმე საინტერესო უბანი დავათვალიერე, ნამდვილ ნიდერლანდერ რეჟისორებთან ვიმუშავე და მოგზაურობის დროს, გაჩერების გარეშე გადაღების ტექნიკა შევისწავლე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო, ჩემი აზრით, უფრო ჩანახატია, ვიდრე დოკუმენტური ფილმი, ქალაქის სული, ენერგია და სილამაზე ყველა კადრში იგრძნობა.

ENDEPRO "tierra virjen"

ზეშითან “ქალწული მიწა” (ესპანურად უკეთ ჟღერს, ვიცი :)) ჩემი პირველი მცდელობაა გადამეღო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი “ფილმი”. ეს ესპანელები როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში, დღემდე არ ვიცი. მათ გადაღებებს ძლივს მივაგენით ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელში. ფილმის პრეზენტაციაზეც არ ვყოფილვარ.

ის, რომ ესპანელების უმრავლესობა(განსაკუთრებით სამხრეთელები) ქართველებს ძალიან გავს ჩემი სუბიექტური დასკვნაა, რომელიც ესპანეთში ცხოვრების შემდეგ გამოვიტანე. ბევრი მეთანხმება, თან ძალიან ბედნიერი. ალბათ, უხარიათ, რომ დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ადამიანები ჩვენნაირად იქცევიან, აზროვნებენ. მე კი სულაც არ მომწონს. იქ იმისთვის გავიქეცი, რომ აქ ცხოვრება მომბეზრდა. თუმცა, ეს კიდევ სხვა თემაა და ერთ-ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი. მოკლედ, საქართველოში ჩამოსული ესპანელებისგან მოსმენილი შთაბეჭდილებები იმაზე თუ როგორი ბუნება გვაქვს, როგორი კეთილი ხალხი ვართ, სტუმართმოყვარე, აქტიური, ლამაზი, გემოვნებიანი, ბლა, ბლა, ბლა …ნამდვილად არ გამკვირვებია. ესპანელებსაც უყვართ გაზვიადება.

whatever! მე პირადად სუფთა დოკუმენტური ინტერესი მამოძრავებდა: დამეფიქსირებინა გადაღების პროცესი და უცხოელების თვალით დანახული საქართველო.

"ორნი"

ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ან “ფიჩერსი”, როგორც გინდათ ისე დაარქვით, დაახლოებით 3 წლის წინ გადავიღე. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ბევრ რამეს შევცვლიდი. თუმცა, თემა, რომელიც ავარჩიე 2011-შიც აქტუალურია: ჯარი და პაციფიზმი, დავარქვათ პირობითად. ისე კი ეს უბრალოდ 2 ადამიანის პორტრეტია, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და მოქმედებენ. პირადად ჩემთვის, ორივეს პოზიცია გასაგებია და სხვათაშორის მისაღებიც. ის უფრო გამაღიზიანებდა, ყველა ერთნაირები რომ ვიყოთ.